საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე
ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.
დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ადგილზე გასულია ტექნიკა, მოხდება გზის გაწმენდა და უახლოეს პერიოდში მოძრაობა აღდგება.
