დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:10 22.05.2017
დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებსა და დასახლებებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის, სესილია თაყაიშვილის, მერაბ ალექსიძის, ალმასიანის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე პუშკინის, დიუმას და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა