სამგორში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა
სამგორში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა
17:27 20.05.2017
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კაიროს დასახლებაში, გიორგი ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალარინების, საკანალიზაციო გარექსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, 9 კილომეტრზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა, რომლითაც 600-მდე ოჯახი ისარგებლებს. საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308 ჭა მოეწყობა.

მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორ იკომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს.

პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.

ბეჭდვა