ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
11:26 20.05.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება.

ბეჭდვა