სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დღეს დედოფლისწყაროს რაიონში 150 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალური
სეტყვასაშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.
სისტემის მართვის ცენტრის მიერ ღამის საათებში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა, ღრუბელში სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
00:31 დან 01:09 საათამდე ღრუბლის მასები 15 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა დედოფლისწყაროს რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
