აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ
სხდომაზე კომისიის წვრებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრები 32 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილა. აღნიშნულ ოჯახებს, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარი გამოიყოფა. კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
გარდა აღნიშნულისა, თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25 000-25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი სამთავრობო კომისიამ მაისის დასაწყისში განიხილა, ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
ჯამში, სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა. 2 ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება.
სოფელ თხილვანაში მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა.
კომისიამ სხდომაზე, ასევე გახილა ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული 3 ოჯახის და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 3 ოჯახის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი. ასევე, მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისშუამდგომლობის განხილვა, სტიქიისა შედეგად დაზარალებული 2 და ხანძრის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახის ფინანსური დახმარების თაობაზე.
