თსუ-ში ხვალ ვეფხისტყაოსნის უნიკალური ხელნაწერები გამოიფინება
თსუ-ში ხვალ ვეფხისტყაოსნის უნიკალური ხელნაწერები გამოიფინება
18:02 18.05.2017
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვალ გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“ გაიხსნება, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრებიან.
ექსპოზიციაზე, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება, გამოიფინება თსუ ბიბლიოთეკაში, თსუ ემიგრაციის მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა.
გამოფენა 12:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა