ტაბახმელაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ტაბახმელაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18:57 17.05.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ხელოვნური საფარი და მოხდება ფეხბურთის კარების მონტაჟი, აგრეთვე, არსებული დგარებისა და სექციური ღობის ამაღლება.
ხულოს გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დაგებულია ბეტონის ფილა და მიმდინარეობს სექციური ღობის შეღებვითი სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი ინდმეწარმე „მარად იაკობაძე“ ახორციელებს, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 10788 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოები დღეს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრმა დამირ თავართქილაძემ დაათვალიერა.

ბეჭდვა