ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
.
გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია წერტილოვანი საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს საყრდენი კედლების ჩამოსხმის სამუშაოები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი-2012“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 283555 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.
