აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს
აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს
15:20 26.06.2012
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს.
შიმშილობის აქციაში მონაწილეობენ - დავით თორდუა, დავით კარანაძე და როლანდ ხორავა.
პარტია „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით დღეს სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დევნილები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვდნენ.
როგორც „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, აქცია ამ მოთხოვნით უკვე მეოთხედ იმართება, თუმცა, საცხოვრებელი ფართების დაკმაყოფილება ამ დრომდე არ მომხდარა.
მოშიმშილეთა განცხადებით, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ სამინისტრო მათ პრობლემებს არ მოაგვარებს.
სამინისტრომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნას წერილობით უპასუხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართებს სხვადასხვა რეგიონში სთავაზობს. თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნაზე სამინისტროს კონკრეტული პასუხი არ გაუცია და ამ ეტაპზე, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
ლაღიძის განცხადებით, მოშიმშილეებს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება.

ბეჭდვა