სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
17:18 16.05.2017
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას (8-14 მაისი) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა.
სააგენტოს ინფორმაციით, ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.
გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერდა 4 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ბეჭდვა