თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა
თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა
16:50 16.05.2017
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი კი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.

ბეჭდვა