საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშულებენ. ამის შესახებ
მათ დღეს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადეს.
აქცია დამოუკიდებელ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ვეტერანმა იაკობ აბრამიშვილმა აქციაზე განუცხადა, ისინი სახელმწიფოგან ყოველთვიური კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ, რადგან ვეტერანთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და დახმარება კი, რასაც იღებენ ცხოვრებისთვის არასაკმარისია.
„დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება ხალხს აბუნტებს და სააკაშვილს ძირს უთხრის. ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ ტელევიზიიდან ჩანს. ყოველთვიურ პენსიას კომუნალური გადასახადების წინა წლების დავალიანებაში ვიხდი“ - განაცხადა აბრამიშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოსგან მხოლოდ 30 ლარის კომპენსაციას იღებს, მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია კი, ჯამში 129 ლარია.
იაკობაშვილის განმარტებით, აქციები მათი პრობლემის მოგვარებამდე გაგრძელდება.
