ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დღეს სოფლების: ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და მოხისი-კოდა ვარდისუბნის
გზის მოასფალტების პირველადი სამუშაოები დაათვალიერა.
გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3,225 კმ-იანი გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) 2200 მცხოვრებს ემსახურება.
გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 977 700 ლარია.სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს.
ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისაა მოხისი-კოდავარდისუბნის 5 კმ-იანი გზა, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 2100 მოსახლეს, სოფელ მოხისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია.პროექტის ღირებულებაა 1 318 000 ლარი.სამუშაოებს ახორციელებს შპს „იბოლია“.
