საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე არსებული კლდიდან ჩამოსული შვავის შედეგად ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალხმრივად აღდგა.
ადგილზე ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.
ჩამოსული შვავის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც გზის დაკეტვა გამოიწვია.
