დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
19:06 15.05.2017
თბილისის გარკვეულ ქუჩებს და დასახლებებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის(ნაწილობრივ), დიღმის მასივის VI მიკრორაიონის, მიქელაძის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნადარეიშვილის ქუჩის, 11 საათიდან 14 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ დიღომის(ნაწილობრივ) და დავარის ქუჩის, 11:30 საათიდან 18 საათამდე ხეჩუაშვილის,ვარდევანის,უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის და თოიძის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ჭიჭინაძის ჩიხის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებსაც შეეხება.

ბეჭდვა