წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღესთან დაკავშირებით ხვალ ტანძიაში ღონისძიება გაიმართება
 წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღესთან დაკავშირებით ხვალ ტანძიაში ღონისძიება გაიმართება
18:56 14.05.2017
15 მაისი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, ხვალ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები ბოლნისის რაიონის სოფელი ტანძიაში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან.

ღონისძიება ორგანიზებულია განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის, პრემია „საბას“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ და ის 14:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა