NDI ხვალ კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
NDI ხვალ კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
18:15 14.05.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო, ხვალ მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.


ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.

ბეჭდვა