ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა
17:30 14.05.2017
თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, ახალი ბაგა-ბაღის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

შვიდჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 40 - მდე ადამიანი.

"დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაღი თბილისის სხვა ბაგა - ბაღებისგან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის დაგეგმვისას სააგენტომ ტერიტორიის სიმცირე გაითვალისწინა და პროექტიც ამის მიხედვით მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.


ბეჭდვა