განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, დღეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის დაწესების მიზნით, ხელი მოეწერება
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმს ხელს აწერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო.“
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პედაგოგთა დაფასება, დამსახურების აღიარება, დაჯილდოება და მათი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ძალზედ მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდისათვის და პროფესიაში მეტი ღირსეული ადამიანის მოზიდვისათვის. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსისმოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნულს უერთდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, ამავდროულად, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
