ქარელის მუნიციპალიტეტს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონი" -ს შემოქმედებითი გუნდი და წამყვანი
გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა, რა დროსაც ქარელის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ''ეტალონი''-ს ინტელექტ-ჩემპიონატი, სადაც გამოვლინდა ,,ქარელის ეტალონი მოსწავლე''.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა ქარელის მუნიციპალიტეტის 35 სკოლის 70 წარჩინებული მოსწავლე. ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი კახა სამხარაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე,
რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შეჯიბრში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ძმორაშვილი, მე-2 ადგილი დაიკავა ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის მოსწავლემ ქეთი გელიაშვილმა, ხოლო ,,ქარელი ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მცხოვრებ მე-8 კლასის მოსწავლეს ლიკა ნავროზაშვილს რომელიც გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
