თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
11:03 12.05.2017
ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ავშნის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა