ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ავშნის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
