14 წლის სოციალურად დაუცველი ფალავანი, რომელიც უსახსრობის გამო ჩემპიონატზე ვერ მიდის
14 წლის სოციალურად დაუცველი ფალავანი, რომელიც უსახსრობის გამო ჩემპიონატზე ვერ მიდის
12:45 11.05.2017
ბათუმში მცხოვრები 14 წლის ნიკა ბროლაძე სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, რომელსაც მარტოხელა დედა ზრდის.
ნიკა ბროლაზე უკვე 4 წელია რაც ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში წარმატებით ასპარეზობს. სამწუხაროდ, მას სერბეთში გასამართ ჩემპიონატზე წასვლის შესაძლებლობა არ აქვს. ჯგუფიდან საქართველოს სახელით 5 მოზარდი გაემგზავრება, რომლებსაც ხარჯი საკუთარმა ოჯახებმა დაუფინანსეს, ნიკა ბროლაძის დედას კი ამის საშუალება არ აქვს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" აცნობეს, ნიკას მეურვეებმა მიმართეს სპორტის ფედერაციის წარმომდგენლებს, ბათუმის მერს და მთავრობის მეთაურს, თუმცა მას დახმარებაზე უარი უთხრეს.
იმისთვის, რომ ნიკა ბროლაძე ჩემპიონატზე გაემგზავროს, 3-4 დღეში 3 000 ლარის შეგროვება უნდა შეძლოს.

ამ მიზნით, საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანმა" საბანკო ანგარიშები მოგვაწოდა, სადაც პატარა სპორტსმენის დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

საქართველოს ბანკი GE55BG0000000588221400;

თიბისი ბანკი GE93TB7990736080100004

მიმღები ააიპ იალქანი

აქვე გთავაზობთ იმ ჯილდოების ნაწილის ფოტოს, რომელიც ნიკა ბროლაძეს სხვადასხვა დროს აქვს მოპოვებული.

ბეჭდვა