საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური პოლიციის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს
საპატრულო პოლიციისთვის თბილისის აეროპორტში სემინარი ჩატარდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, სემინარზე ფედერალური პოლიციის ჰამბურგის აეროპორტის ორმა თანამშრომელმა სასაზღვრო პოლიციური კონტროლი მესამე რიგის ქვეყნების მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა ევროკავშირის წესების მიხედვით წარადგინა.
საელჩოს ინფორმაციით, სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება პროფილირებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პირთა იდენტიფიკაციას დაეთმო.
გერმანიის ფედერალური პოლიცია საქართველოს სასაზღვრო უწყებებთან სამუშაო კონტრაქტების ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს 2003 წლიდან ახორციელებს.
