თსუ-ში ხვალ ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
თსუ-ში ხვალ ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
18:09 10.05.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იხსნება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. კონფერენცია სამდღიანია და 13 მაისს დასრულდება.

კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში 11:30 საათზე თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა-„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან“ წარმოდგენილი იქნება ამერიკაში პირველი ქართველებისა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის (სამხედრო, საავიაციო, სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო, სპორტული და სხვა) ამსახველი ფოტო დოკუმენტები, ბეჭდური და ხელნაწერი მასალები.



ბეჭდვა