პრემიერი ტყიბულში მომდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
პრემიერი ტყიბულში მომდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
10:25 10.05.2017
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას შეერთებული შტატებიდან ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი"-ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

ბეჭდვა