ფაზიმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა
ფაზიმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა
10:34 09.05.2017
დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან და ფაშიზმის დამარცხების დღიდან დღეს 72 წელი შესრულდა.
დიდი სამამულო ომი 1939 წელს დაიწყო, 1941 წლის 22 ივნისს კი, ფაშისტური გერმანია ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი 4 წელიწადს გაგრძელდა და ათეულობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
საქართველოდან დიდ სამამულო ომში 700 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა, საიდანაც 300 ათასზე მეტი ვეღარ დაბრუნდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში ტრადიციულად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნება.

ბეჭდვა