"გამოვითხოვეთ ცესკოს პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია, სადაც კატასტროფა ხდება. 4 თვეში ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ
38 500 ლარი მიიღო. ფაქტობრივად თვეში მისი შემოსავალი 10 000 ლარია"-ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" "სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ოთხ თვეში ცეესკოს თავმჯდომარემ მიიღო იმდენი, რამდენსაც 3 წელიწადში,უფრო ზუსტად კი 38 თვეში ღებულობს პატრულ-ინსპექტორი, 6 წელიწადში პედაგოგი ანუ 72 თვეში და პენსიონერის 226 თვის პენსია, რაც 18 წელზე მეტია!
"ამ შემოსავლიდან 16 500 ლარი პრემია - დანამატია. მისი მოადგილეების შემოსავალიც კოლოსალურია - 32 900 და 32 200 ლარი. შესაბამისად 14 100 და 13 800 პრემია - დანამატი. მხოლოდ 3 თანამდებობის პირის შენახვა 4 თვეში 103 600 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. ესენი არიან გამოუსწორებელი თაღლითები, ბიუჯეტის ქურდები და წუბელები! ამას ახსნა და გამართლება აღარაა აქვს. ეს არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯი და პოლიტიკური კორუფცია"- განაცხადა ხაბეიშვილმა.
