კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების გარკვეულ უბნებზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების გარკვეულ უბნებზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
12:20 06.05.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ - დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე მდინარე ალაზნის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება.

დროის ამავე მონაკვეთში ასევე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.

ბეჭდვა