ჯიღაურას საცდელ ბაზაზე ხვალ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება
ჯიღაურას საცდელ ბაზაზე ხვალ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება
20:41 05.05.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ხვალ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მიზანია აღნიშნული ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება.

ღონისძიებას, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.


ბეჭდვა