კომპანია "ჩელიაბინსკტრანსსიგნალი” მუშების სახელფასო დავალიანებას მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს
კომპანია "ჩელიაბინსკტრანსსიგნალი” მუშების სახელფასო დავალიანებას მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს
11:54 05.05.2017
ბათუმი–ახალციხის საავტომობილოგზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანებას შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალი” მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს.

კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის.

პროტესტის ნიშნად, გუშინ,40–მდე მუშა ბათუმი–ახალციხის მაგისტრალზე შეიკრიბა.

ამ მომენტისთვის სამუშაო პროცესი აღდგენილია და პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება.

ბეჭდვა