საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორში დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებებს გადასცემს.
ბინების გადაცემის ღონისძიება გორში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, სოციალური საცხოვრისის შენობასთან გაიმართება და ის 11:00 საათზე დაიწყება.
