დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:03 04.05.2017
თბილისის გარკვეულ უბნებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დაბა წყნეთის, აგარის, მაჩაბელის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, ლეონიძის, სარკინეთის, აჭარის, ბეჟან კალანდაძის, გორგასლის, მარტვილის, მარუაშვილის და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ზემო ვეძისის დასახლების, ბერიტაშვილის, ყუშიტაშვილის, გია რომელაშვილის, ლაგურაშვილის, ავშნის, ალასანიას, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ლვოვის,კანდელაკის, ლევანდოვსკის და ლომონოსოვის ქუჩების, 11:30 საათიდან 18 საათამდე მუხიანის დასახლების II მიკრორაიონის და სოფელი გლდანის, 15 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ქერჩის, თიანეთის და ვეკუას ქუჩების, ხოლო 14 საათიდან 15 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 14 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა