სასწრაფო დახმარების ფასიან სერვისად გარდაქმნა არ იგეგმება
სასწრაფო დახმარების ფასიან სერვისად გარდაქმნა არ იგეგმება
18:01 04.05.2017
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ეხმაურება სხვადასხვა სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასწრაფო დახმარების გამოძახება ფასიანი ხდება და ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება მოსახლეობისთვის ფასიანი ხდება.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახამრების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ აყვნენ ასეთი სახის იაფფასიან განცხადებებს და კითხვის გაჩენის შემთხვევაში, სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას"-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა