დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
19:42 03.05.2017
დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მშველიძის, ჩიქოვანის, მეგრელიძის, ინტენსიფიკაციის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, დელისის, გაზაფხულის, ტაშკენტის, კამანის, ჯებაშვილის, ასათიანის, ზაქარიაძის, პეკინის, კუტუზოვის, ცინცაძის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),თიანეთის, ჩარგლის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11:30 საათიდან 18 საათამდე სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და მანაგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 4 საათიდან 15 საათამდე გლდანის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 15 საათიდან 17 საათამდე გლდანის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის, თიანეთის, ვეკუას და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ამაღლების, შინდისის, მესხის,გერგეთის, ოქროყანის და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის, კოტეტიშვილის და ჩხენკელის ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 13 საათამდე კი სანერგეს, ცინცაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა