უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, 27-28 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ყინვები მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდა. ტემპერატურამ შიდა ქართლში -6 გრადუსი, თბილისში კი -4 გრადუსი შეადგინა. მაღალმთიან რაიონებში ყინვამ -20 გრადუსამდე მიაღწია. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +12 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში +4, +5 გრადუსი დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +4, +6 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთში კი +9 გრადუსს მიაღწევს. მცირე თოვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ამჟამად რიკოთის უღელტეხილსა და ზემო იმერეთში მცირე თოვლია.
