რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერატორმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუინიციპალიტეტის გამგებელ რევაზ ბენიძესთან ერთად,
ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუბერნატორი გაეცნო ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ტერასების, სავალი ბილიკების, დეკორატიული დამცავი კედლებისა და გარე განათებების მოწყობა იგეგმება.
,,მწვანე თეატრი“ რეგიონის უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია, რომელსაც მომავალში საშუალება მიეცემა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლოს.
