მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 4-5 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კომპანია „Rebel Group”, ერთდროულად
6 სხვადასხვა წერტილზე, საავტომობილო გზების განვითარებისთვის მოძრაობის ინტენსივობის კვლევას და სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.
კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: მარნეული-რუსთავის მონაკვეთზე, სომხეთის საზღვრის მიმართულებით, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით, ხაშურიდან-ბორჯომის მიმართულებით, სამტრედიაში და ქობულეთი-ციხისძირის მონაკვეთზე.
კვლევის ფარგლებში,ინტერვიუერები გამოკითხავენ აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ. გამოკითხვასთან ერთად, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც7 დღის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას.
