თბილისში ჯუზეპე ვაკარინის მასტერკლასი–სომელიეს ხელოვნება ჩატარდა
თბილისში ჯუზეპე ვაკარინის მასტერკლასი–სომელიეს ხელოვნება ჩატარდა
13:19 03.05.2017
საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და თბილისის ღვინის სკოლის 2016-2017 სასწავლო წლის სომელიეს სასერთიფიკატო კურსის ფარგლებში თბილისში ჯუზეპე ვაკარინის სამ დღიანი მასტერკლასი – სომელიეს ხელოვნება ჩატარდა.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინფორმაციით, ჯუზეპე ვაკარინი გახლავთ იტალიის სომელიეთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი (ASPI) და მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 1978. ის ასევე გახლდათ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) პრეზიდენტი 1996 – 2004 წლებში.
მასტერკლასის კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: სომელიეს ხელოვნება; იტალიის ღვინის რეგიონები, ადგილწარმოშობები, და ღვინოები; იტალიური ღვინოების დეგუსტაცია; ღვინისა და კერძის შეხამება (Wine and Food pairing); ყავა, ყავის მირთმევის წესი და დეგუსტაცია; მაღალალკოჰოლური სასმელების კლასიფიკაცია და დეგუსტაცია;

ბეჭდვა