თბილისის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ლეონიძის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის, ახმეტელის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის და ხოშარაულის ქუჩების, ასევე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის(ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),დემეტრე თავდადებულის, ფანჯიკიძის, ჭილაძის, ონიაშვილის, ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, დავითაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ზოვრეთის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ანდრონიკაშვილის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, კანდელაკის და ბუდაპეშტის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის(ნაწილობრივ), კახეთის ხევის, საბარგოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, ამირეჯიბის,გუთნის, ახმეტის, თელავის, ნიორაძის, შორაპნის, წინანდლის, ხახანაშვილის, ივერიელის, ქურხულის, ფოსტის, მუკუზნის, 300 არაგველის, მელაანის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, აწყურის, ანწუხელიძის, წალენჯიხის, კობარეთის, აფანასიევის, შერვაშიძის, დურმიშიძის, ტოლენჯის, კაკაბეთის, ყვარლის, ყარყარაშვილის, გორგასლის, შავნაბადას და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის, კიევის, სარაჯიშვილის, ულიანოვის, ჭედიას, შუშის, ხუდადოვის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის(ნაწილობრივ), მახალდიანის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:30 საათიდან 18 საათამდე კი მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს შეეხება.
