განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა
განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე.
ამ მიზნით, დღეს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე მედიასა და დაინტერესებულ საზოგადოებას საკონკურსო მოთხოვნებსა და პირობებს გააცნობს.
პრესკონფერენცია 14:00 საათზე გაიმართება.
