ზესტაფონის №19ა-ში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება
ზესტაფონის №19ა-ში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება
18:19 01.05.2017
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის №19ა-ში კორპუსის დაზიანებული ნაწილის გამაგრება გრძელდება. გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. საცხოვრებელი შენობის მდგომარეობას მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თექვსმეტსართულიანი კორპუსის სვეტზე ბზარები გუშინ გაჩნდა, რის გამოც შენობის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება გახდა საჭირო. გუშინვე განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია. ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ, დროებითიფართით გამგეობამ უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. მოსახლეობა საკუთარ ბინებში დაბრუნებას კორპუსის დაზიანებული კოლონის შეკეთების შემდეგ შეძლებს.

თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, კორპუსისმდგომარეობა მე-3 კატეგორიის ავარიულობით შეფასდა. შენობის ფრაგმენტის დაზიანების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. რამდენიმე დღეში დაიწყება კორპუსის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა. ზესტაფონის №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

ბეჭდვა