საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საკონკურსო პირობები ხვალ გახდება ცნობილი
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საკონკურსო პირობები ხვალ გახდება ცნობილი
17:26 01.05.2017
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე.
ამ მიზნით, ხვალ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე მედიასა და დაინტერესებულ საზოგადოებას საკონკურსო მოთხოვნებსა და პირობებს გააცნობს.
პრესკონფერენცია 14:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა