ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ "ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია
გაიმართება.
,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნურ გამოცემას წარადგენს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი მექა ხანგოშვილი.
”ვეფხისტყაოსნის“ ახალ, ლინ კოფისეულ ინგლისურ პოეტურ თარგმანს კი წარადგენს თავად გამოცემის რედაქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე. ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.
,,ვეფხისტყაოსნის’’ უახლეს გერმანულენოვან გამოცემას, რომელიც 2016 წელს ავსტრიის ქალაქ ვენაში გამოიცა, თავად საიუბილეო გამოცემის ავტორი რუსუდან მოსიძე წარადგენს.
