„დედამიწის დღის" ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქციები მოეწყო, რომელიც
მთელი კვირის განმავლობაში მიმიდინარეობდა. მასში 18 ადმინისტრაციული ერთეული იღებდა მონაწილეობას.
დასუფთავების აქციაში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაგვისაგან გაიწმინდა 7 ჰა.ფართობის ტერიტორია თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის აგარისა და მოხისის მონაკვეთებზე.
