ბეთანიაში გაზიფიცირების პროექტი განხორციელდა
ბეთანიაში გაზიფიცირების პროექტი განხორციელდა
13:47 01.05.2017
ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით და დაფინანსებით, ბეთანიაში გაზის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, 1810 გრ.მ. გაზსადენის მილის მონტაჟი განხორციელდა. შედეგად, გაზი ბეთანიის აგარკზე არსებულ 60 ნაკვეთამდეა მიყვანილი. გაზსადენის ქსელის მოწყობის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 44 000 ლარს შეადგენს.

ბეთანიის მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და გაზიფიცირების პროექტის განხორციელება მიულოცა.

ბეჭდვა