გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ფავორიტი, ასევე ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული თავკაცობს, ბიუჯეტის
თანხების არამიზნობრივი ხარჯვით ერთ-ერთი გამორჩეულია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" ახალი საქართველოს სათათბიროს წევრმა თეონა ჭალიძემ განუცხადა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.
მისივე თქმით, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაშიც ჯამარაულს ვერავინ შეედრება. კერძოდ, ხუთი სახალხო და რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა გარდაბნის მუნიციპალიტეტს 82 638 ლარი დაუჯდა. აქედან ცხრა მომღერალზე 7 300 ლარი, ოთხ მუსიკალურ ჯგუფზე 9 000 ლარი და ხუთ წამყვანზე 3 600 ლარი დაიხარჯა. ასევე, ამ ღონისძიებებზე 8 542 ლარის ფოიერვერკი, ბუშტები, ფერადი კვამლი, სხვა პიროტექნიკა გამოიყენეს. საახალწლო განათება და ნაძვის ხე კი 19 089 ლარი დაუჯდათ.
"აქვე მნიშვნელოვანია, რომ ჯამარაულის ხელმძღვანელობით 2016 წლის ნოემბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შეიძინა მუსიკალური გახმოვანების აპარატურა 50 000 ლარად. და, მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ჩატარებულ ღონისძიებებზე მაინც ქირაობს აპარატურას და გაუგებარია რატომ სწევს დამატებით ხარჯებს.
ახლახან გოჩა ჯამარაულის ხელმძღვანელობით გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 15 000 ლარად შეისყიდა ესპანური წარმოების სპორტული ტანსაცმელი (16-16 ერთეული სხვა და სხვანაირი მაისური, შორტი, გეტრი, საწვიმარი, შარვალი, ზედა)
გარდაბნის მუნიციპალიტეტი თავის კომფორტზეც ზრუნავს და 12 829 ლარად ყიდულობს კონდინციონერებს (7 198 ლარის კონდინციონერები შეიძინეს 2016 წელსაც) და 11 450 ლარად კი დისპანსერზე დასამაგრებელი 2 000 ბალონით მინერალური წყალი ,,ბაკურიანი“ შეიძინა და ეს მაშინ როცა თბილისის გამგეობებშიც ჩვეულებრივი ონკანის წყლით სარგებლობენ"- აცხადებს ჭალიძე.
მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი შესყიდვები და ქმედებები მიუთითებს გოჩა ჯამარაულის არაკომპეტენტურობასა და უპასუხიმგებლობაზე და აღნიშნულ არამიზნობრივ ხარჯვებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ რეაგირება.
p.s. კვლევა ეხება ბოლო 6 თვეს; დეტალური ინფორმაციისთვის:
-სახალხო რელიგიური დღესასწაული ,,ნოვრუზ-ბაირამი“ -10 775 ლარი
- ,,აღდგომის“ ბრწყინვალე დღესასწაული -11499 ლარი
- სახალხო დღესასწაული "გარდაბნობა2016“ - 27925 ლარი
- სახალხო დღესასწაული "ხაბ-ნისანი“ - 2500 ლარი
- საახალწლო ღონისძიება - 29 939 ლარი
ჭალიძის ინფორმაციითვე, ამის გარდა მუნიციპალიტეტს მანამდე გაკეთებული აქვს:
-სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“-11 660 ლარი;
-სახალხო-რელიგიური დღესასწაულის „თელეთობა 2016“-3083 ლარი;
-„კრწანისობა 2016“-5 050 ლარი;
-„ახალგზრდული ფესტივალი 2016“-14 980 ლარი.
ამასთან, ახალი საქართველოს სათათბიროს წევრმა გამოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციაც, რომელიც საინფორმაციო-შემეცნებითმა პორტალმა NSP.GE-მ გაზეთ "ახალ თაობაზე" დაყრდნობით გამოაქვეყნა:
http://www.nsp.ge/view.php?id=17573
