თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
18:18 25.06.2012
საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი გადართვითი სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, სარემონტო სამუშაოები ხვალ 21:00 საათიდან დაიწყება და გაზის მიწოდება ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს შეუწყდება. კერძოდ, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ჭავჭავაძის გამზირის #35 და #37-ს, აბულაძის ქუჩას, ყიფშიძის, ფანასკერტელის, ბახტრიონის ქუჩების ნაწილს, დოლიძის ქუჩისა და საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაზის დანადგარები გააკონტროლონ. მათთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
„ყანსტრანსგაზთბილისის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად 27 ივნისს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება.

ბეჭდვა