„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბახმაროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპირებას ფარსს უწოდებს.
მისი გაცხადებით, სპორტული მოედანი, ამფითეატრი და ოც კაცზე გათვლილი კერძო ინვესტიციებით აშენებული სასტუმრო, არ არის ბახმაროს რეაბილიტაცია.
„დღეს კურორტზე, პირველ რიგში, წყლის, კანალიზაციის, გაზმომარაგების, ელექტროენერგიის, გზისა და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებია მოსაწესრიგებელი. ამასთან, ბახვის ხეობაში დაწყებული ხუთი ჰესის მშენებლობა მთლიანად წაართმევს ბახმაროს იმ კლიმატურ უნიკალურობას, რითიც დღესაა განთქმული“-განაცხადა მჟავანაძემ.
ბახმაროში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ იმყოფებოდა, სადაც მან კურორტის რებილიტაციაზე ისაუბრა.
